კონფიდენციალურობის პოლიტიკა
როდესაც თქვენ იყენებთ ჩვენს სერვისს და გვანდობთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას:
ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია არის დიდი პასუხისმგებლობა და ვზრუნავთ თქვენს უსაფრთხოებაზე.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა არის თქვენთვის, რათა კარგად გაიგოთ რას სახის ინფორმაციას ვაგროვებთ, რატომ ვაგროვებთ და როგორ შეგვიძლია მათი მართვა/გამოყენება.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ვებ-გვერდზე – maxwood.ge. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ჩვენი კონფიდენციალობის პოლიტიკის შესახებ.
კონფიდენციალობის პოლიტიკა გამოიყენება მაშინ, როცა თქვენ ეწვევით ან დაათვალიერებთ ჩვენს ვებ-გვერდს, რაიმე პროდუქტის შეძენის გარეშე, როდესაც დარეგისტრირდებით maxwood.ge-ზე და როდესაც თქვენ გამოიყენებთ ჩვენს ვებგვერდს რაიმე პროდუქტის ეს კონფიდენციალობის პოლიტიკა უზრუნველყოფს, რომ გაიგოთ თუ როგორ ვაგროვებთ, ვამუშავებთ და ვიღებთ ზომებს, იმისთვის რომ დავიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლითაც შესაძლებელია თქვენი იდენტიფიცირება. ჩვენი ვებ-გვერდის ნებისმიერი და ყოველი ხელმისაწვდომობისას და გამოყენებისას ივარაუდება, რომ ეს კონფიდენციალობის პოლიტიკა წაკითხული, გაგებული და მიღებულია თქვენ მიერ.
.
ვებ-გვერდს maxwood.ge მართავს შპს „მაქს ვუდი“ (მაქს ვუდი). შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება რეგისტრირებული და მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, დიდუბის რაიონი, აკაკი წერეთლის გამზირი, N 77, კორპუსი 5, ბინა 57 და საგადასახადო კოდი 402173410 .
1. ჩვენი პოლიტიკა
მაქსვუდი პატივს სცემს თქვენს უფლებას, იყოთ ინფორმირებულები შეგროვებასა და სხვა მოქმედებების შესახებ, რომლებიც უკავშირდება თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
მონაცემების გამოყენებისას, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ახდენს თქვენი პიროვნების იდენტიფიცირებას, გამოიყენება აუცილებლობის პრინციპი. მაშასადამე, თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენება დაცული იქნება გონივრულ მინიმუმამდე და ამ მონაცემების გამოყენება არ უნდა აღემატებოდეს იმ მიზნებს, რომლისთვისაც მოხდა მათი შეგროვება ან/და დამუშავება.
ჩვენ არ მოვახდენთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას, მაშინ როცა მომსახურების მიწოდება შესაძლებელია ანონიმური მონაცემებით (როგორიცაა მარკეტინგული კვლევები, რომლებიც ახდენენ ჩვენი მომსახურების გაუმჯობესებას) ან სხვა საშუალებებით, რომლებიც აძლევს მაქსვუდს თქვენი იდენტიფიცირების შესაძლებლობას, გარდა იმისა როცა ეს არის მკაცრად აუცილებელი ან კომპეტენტური საჯარო ხელისუფლების ან პოლიციის მოთხოვნა (მაგალითად, მონაცემთა ტრაფიკისა და IP მისამართის შემთხვევაში).
2. პერსონალური მონაცემების გამოყენება და მისი მიზნები
თქვენი მონაცემები შეგროვებული და დამუშავებულია მაქსვუდის მიერ იმ მიზნებით, რომლებიც მკაცრად არის დაკავშირებული ვებ-გვერდის გამოყენებასთან, მის მომსახურებასთან და პროდუქტის შეძენასთან maxwood.ge-ზე. თუმცა, თქვენი პერსონალური მონაცემები ასევე გამოყენებული იქნება სხვა ოპერაციების შესრულებისას ამ მიზნების ფარგლებში. თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება დამუშავებული იქნას შემდეგი მიზნებისთვის:
1. ჩვენს ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს (მაგალითად, თქვენს პირად მონაცემებს, პაროლს, ელექტრონული ფოსტის მისამართს) სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით (ჩემი ანგარიში), იმისთვის რომ მოგაწოდოთ მომსახურება ვებ-გვერდის დაცულ ადგილებზე და რომ გამოგიგზავნოთ ჩვენი საინფორმაციო ბროშურები, კონკრეტულად მოთხოვნის შემთხევაში;
2. დახმარების მოთხოვნის დროს შეძენის თუ დაბრუნების დროს, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს (მაგალითად, თქვენს სახელს და გვარს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და პაროლს) იმ მიზნებისთვის, რომლებიც მკაცრად აუცილებელია, რომ მოგაწოდოთ მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია maxwood.ge-თან და პროდუქტის შესყიდვა/დაბრუნებასთან;
3. პროდუქტის შეძენისას maxwood.ge-ზე, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს (როგორიცაა პერსონალური დეტალები, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მისამართი, საკრედიტო ბარათის ნომრები, საბანკო ანგარიში, საგადასახადო კოდი და ტელეფონის ნომერი) თქვენი შეკვეთის ფორმიდან მხოლოდ იმ პროდუქტის გაყიდვის მიზნებისთვის, რომელიც შეკვეთილია თქვენ მიერ;
4. ტექნიკური დახმარების მოთხოვნისას, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს იმისთვის, რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია დათვალიერებასთან, ვებბრაუზერის შეთავსებადობასთან და maxwood.ge ვებ-გვერდების ნახვასა და ჩამოტვირთვასთან დაკავშირებით;
5. ნებისმიერი სხვა მიზნებისთვის, რომლებიც ნებადართულია გამოსაყენებელი სამართლით.
თქვენი პერსონალური მონაცემები ძირითადად დამუშავებულია ელექტრონული საშუალებებით და ზოგიერთ შემთხვევაში, მატერიალურად (დოკუმენტების) მეშვეობით, როგორიცაა როდესაც თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოითხოვს, რომ თავიდან იქნას აცილებული თაღლითობა maxwood.ge-ზე.
თქვენი პერსონალური მონაცემები ინახება იმ გზით, რომელიც საშუალებას აძლევს მაქსვუდს მოახდინოს თქვენი იდენტიფიცირება გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმ მიზნებისთვის, რომლისთვისაც მოხდა პერსონალური მონაცემების შეგროვება და ამის შედეგად დამუშავება და ნებისმიერ შემთხვევაში, გამოსაყენებელი სამართლის შესაბამისად. გთხოვთ, მოახდინოთ თქვენს ანგარიშზე თქვენი პერსონალური მონაცემების ნებისმიერი ცვლილების განცხადება, იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს, რომ თქვენი მონაცემები არის ზუსტი და განახლებული, შესაბამისი და სრული.
თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება არ მოხდება მესამე პირებისთვის იმ მიზნით, რომელიც ნებადართული არ არის კანონით ან თქვენი აშკარა თანხმობის გარეშე.
თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება მესამე პირებისთვის მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია თქვენი შეკვეთის დამუშავებისთვის. უფრო მეტიც, თქვენი მონაცემები შეიძლება გამჟღავნებული იყოს პოლიციისთვის ან სასამართლო ხელისუფლებისთვის, კანონის შესაბამისად ან ასეთი ორგანიზაციების ოფიციალური მოთხოვნის შემთხვევაში, მაგალითად, იმ შემთხვევაში როდესაც მაქს ვუდმა თავიდან უნდა აიცილოს თაღლითობა.
მაქს ვუდი დაამუშავებს თქვენ პერსონალურ მონაცემებს იმ მიზნებისთვის, რომლებიც მკაცრად არის დაკავშირებული მომსახურების მიწოდებასთან maxwood.ge-ზე, ხელშეკრულების აღსრულებასთან, რომელიც დაკავშირებულია პროდუქტის ყიდვასა და გაყიდვასთან maxwood.ge-ზე და თქვენი თანხმობის მიღების შემდეგ, რომ გამოგიგზავნოთ ახალი კომერციული ინიციატივები, რომლებიც მკაცრად არის დაკავშირებული ვებ-გვერდის საქმიანობასთან და მომსახურებასთან.
მაქს ვუდი დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მხოლოდ თქვენი თანხმობის მიღების შემდეგ. თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი თანხმობა მონაცემების დამუშავების პროცესში პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის ნებისმიერ დროსა და წერილობითი ფორმით, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში მაქს ვუდი შეწყვეტს პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის თქვენი მონაცემების დამუშავებას 10 დღის განმავლობაში წერილობითი შეტყობინების მიღებიდან.
მაქს ვუდსს შესაძლოა ჰქონდეს წვდომა მესამე პირების პერსონალურ მონაცემებთან, როდესაც ის პირდაპირ გამჟღავნებულია მისი მომხმარებლების მიერ, მაგალითად, როდესაც მომხმარებელი ყიდულობს პროდუქტს მეგობართან გასაგზავნად, როდესაც პროდუქტის შეძენისთვის თანხის გადამხდელი განსხვავდება პროდუქტის მიმღებისგან ან როდესაც მომხმარებელს სურს რეკომენდაცია გაუწიოს მეგობარს maxwood.ge-ის მომსახურებას ან კონკრეტულ გასაყიდ პროდუქტს. ასეთ შემთხვევებში, გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ გაქვთ ასეთი პირების თანხმობა მათი მონაცემების ნამუსთვის გამჟღავნებასთან დაკავშირებით და დარწმუნდეთ, რომ მათ მიაწოდეთ ინფორმაცია კონფიდენციალობის პოლიტიკასთან დაკავშირებით. თქვენ იქნებით პასუხისმგებელი იმ ინფორმაციის და მონაცემების გამჟღავნებასთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება ასეთ მესამე პირებს, თუ ისინი არ მოგაწვდიან მათ გამოხატულ თანხმობას ამასთან დაკავშირებით და ნებისმიერი არასათანადო და არაკანონიერი ინფორმაციის გამოყენებისას.
მაქსვუდმა შესაძლოა გაუმჟღავნოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია მესამე მხარე კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ, მაქს ვუდის სახელით, კონკრეტულ მომსახურებას, როგორც მონაცემების დამმუშავებლები ან პერსონალური მონაცემების სხვა მიმღები პირები, რომელიც შეგროვებულია მაქს ვუდის მიერ, რომელიც ავტომატურად ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იმ პროდუქტის შესყიდვის ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით, რომელიც შეძენილია maxwood.ge-ზე.
3. პერსონალური მონაცემების გაუმჟღავნებლობა მაქვუდისთვის
მაქსვუდისთვის თქვენი პერსონალური მონაცემების მიწოდება (კერძოდ, თქვენი პერსონალური დეტალები, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მისამართი, საკრედიტო/სადებეტო ნომრები და საბანკო კოდი და ტელეფონის ნომერი) აუცილებელია თქვენს მიერ maxwood.ge-ზე ნაყიდი პროდუქტის შეკვეთის დამუშავებისთვის, სხვა მომსახურების მოწოდებისთვის, რომელიც ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე, თქვენი მოთხოვნის შესაბამისად ან თქვენი მონაცემები აუცილებელია, რათა შესრულდეს კანონით ან რეგულაციებით მოთხოვნილი ვალდებულებები.
თქვენი მხრიდან მაქსვუდისთვის პერსონალური მონაცემების მიწოდებაზე უარის თქმა, რომელიც აუცილებელია ზემოთ დასახელებული მიზნებისთვის, შესაძლოა აისახოს იმაში, რომ ჩვენი მხრიდან ვერ მოხდეს maxwood.ge-ზე არსებული გასაყიდი პროდუქტის თქვენ მიერ შეძენისას შეკვეთის დამუშავება ან მომსახურების მიწოდება, რომლებიც ხელმისაწვდომია maxwood.ge-ზე, როგორიცაა საინფორმაციო ბიულეტენების გაგზავნა ან კანონის ან სხვა რეგულაციებით მოთხოვნილი ვალდებულებების შესრულება. მაშასადამე, ინფორმაციის მიუწოდებლობა შესაძლოა წარმოადგენდეს, ზოგიერთ შემთხვევაში, ლეგიტიმურ და გამართლებულ მიზეზს თქვენს მიერ maxwood.ge-ზე პროდუქტის შეძენასთან დაკავშირებით გაკეთებული შეკვეთის დაუმუშავებლობის ან სხვა მომსახურების მოუწოდებლობის.
სხვა სახის პერსონალური მონაცემების გამჟღავნება მაქვუდისთვის, რომლებიც არ არის საჭირო კანონით ან ხელშეკრულებით მოთხოვნილი ვალდებულებების შესრულებისთვის ან მოთხოვნილი მომსახურების მოწოდებისთვის, პირიქით, არის, ნებაყოფლობითი და არ აქვს არანაირი გავლენა ვებ-გვერდის ან მისი მომსახურების გამოყენებასთან ან maxwood.ge-ზე პროდუქტის შეძენასთან.
ზოგიერთ შემთხვევაში და თუ მოთხოვნილია, დროდადრო, ჩვენ დროულად მოგაწვდით ინფორმაციას, რომელიც მაქსვუდისთვის გასამჟღავნებელია სავალდებულო თუ ნებაყოფლობითი წესით. ჩვენ მიგითითებთ გასამჟღავნებელი ინფორმაცია არის სავალდებულო თუ ნებაყოფლობითი სათანადო სიმბოლოების მონიშვნით (*) ინფორმაცია, რომელიც არის სავალდებულო ან ინფორმაცია, რომელიც საჭიროა maxwood.ge-ზე მოთხოვნილი მომსახურების მიწოდებისთვის და maxwood.ge-ზე პროდუქტის შეძენისთვის. ნებაყოფლობითი ინფორმაციის მიუწოდებლობა არ წარმოშობს რაიმე ვალდებულებას ან უარყოფითს მომხმარებლებისთვის.
4. მონაცემების შეგროვება და უსაფრთხოების ზომები
როდესაც იყენებთ maxwood.ge-ს, ზოგიერთი პერსონალური მონაცემი შესაძლოა დამუშავდეს ავტომატურად (“Cookies” მეშვეობით), მაგალითად, ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ მომხმარებლის IP მისამართებს და სხვა სახის ინფორმაციას, რომლებიც ეხება მომხმარებლის მონაცემთა ტრაფიკს და მომხმარებლების უპირატესობებს ამ ვებგვერდზე არსებული მომსახურების არჩევისას და იმ პროდუქტების შეძენისას, რომლებიც ხელმისაწვდომია მომსახურებით. ინფორმაცია და მონაცემი შეგროვებულია ავტომატურად და პირდაპირ ვებ-გვერდის მიერ, როგორც მისი ოპერატიული ფუნქციების ნაწილი. ეს ინფორმაცია და მონაცემი შემდეგში მუშავდება ერთიანად და ანონიმურად კომერციული მიზნებისთვის იმისთვის, რომ მოხდეს maxwood.ge-ზე ხელმისაწვდომი მომსახურების გაუმჯობესება ვებ-გვერდის მომხმარებლების საჭიროებისა და უპირატესობისთვის.
სხვა შემთხვევებში, მაქსვუდი პირდაპირ შეაგროვებს პერსონალურ მონაცემებს და ინფორმაციას მისი მომხმარებლებისაგან, როდესაც ისინი ონლაინ დარეგისტრირდებიან maxwood.ge-ზე ან როდესაც ისინი გაგზავნიან პროდუქტის შეძენის შესახებ შეკვეთას, რომელიც იყიდება ვებ-გვერდზე, რათა მოხდეს ელექტრონულად ტრანზაქციის დასრულება.
მაქსვუდი დაამუშავებს ასეთ მონაცემს მხოლოდ იმ მიზნებისთვის და იმ ფარგლებში, რომელიც აღნიშნულია აქ პერსონალური მონაცემების დაცვისპოლიტიკასთან დაკავშირებით და შესაძლებელია გამჟღავნდეს მესამე პირებთან მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი მომსახურების უზრუნველყოფასთან.
აუცილებელი უსაფრთხოების ზომების განვითარება მოხდა, რათა დაცული იქნეს პერსონალური მონაცემები შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შემთხვევითი დაკარგვისაგან, შეცვლისაგან, არაკანონიერი გამჟღავნებისაგან ან ხელმისაწვდომობისაგან და შეიქმნა ყველა სხვა მიზეზის საწინააღმდეგოდ, რომლებიც არ შეესაბამება ჩვენი კონფიდენციალობის პოლიტიკას. თუმცა, მაქსვუდს არ შეუძლია
იმის გარანტირება, რომ maxwood.ge-ზე ვებ-გვერდის და მონაცემების და ინფორმაციის გადაცემის დაცვისთვის მის მიერ მიღებული უსაფრთხოების ზომები, თავიდან ააცილებს ან გამორიცხავს არაკანონიერი ხელმისაწვდომობის ან მონაცემის დაკარგვის ნებისმერ რისკს.
მკაცრად მიზანშეწონილია, რომ თქვენი კომპიუტერი უზრუნველყოფილი იყოს პროგრამული უზრუნველყოფის მოწყობილობებით, რომლებიც დაიცავს ქსელის მონაცემთა გადაცემას/მიღებას (როგორიცაა ანტივირუსული სისტემა) და რომ, თქვენი ინტერნეტ მომსახურების მომწოდებელი მიიღებს შესაბამის ზომებს ქსელის მონაცემთა გადაცემის უსაფრთხოებისათვის (როგორიცაა, მაგალითად, Firewalls და ანტი-სპამ ფილტრაცია).
5. Cookies
ვებ-გვერდი იყენებს მონაცემთა შეგროვების ავტომატურ სისტემას, როგორიცაა Cookies. Cookies არის მოწყობილობა, რომელიც გადაცემულია ინტერნეტ მომხმარებლის მყარ დისკზე. ის არ შეიცავს გასაგებ ინფორმაციას, მაგრამ ის საშუალებას აძლევს ინტერნეტ მომხმარებელს დაუკავშირდეს მის პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც ხელმისაწვდომია მომხმარებლების მიერ maxwood.ge-ზე. Cookies არის გავრცელებული ჩვენს სერვერებში და არავისთვის არ არის მისაწვდომი ის ინფორმაცია, რომელიც ინახება მასში. მხოლოდ მაქს ვუდი ამუშავებს Cookies მიერ შეგროვებულ ინფორმაციას ერთიანად და ანონიმურად, იმისთვის რომ მოხდეს მისი მომსახურებისა და ვებგვერდის ოპტიმიზაცია მომხმარებელთა საჭიროების და უპირატესობის შესაბამისად.
ჩვენ დავუკავშირეთ Cookies იმ ფუნქციებს, როგორიცაა არჩეული ქვეყანა, კატალოგის დათვალიერება, პროდუქტის ონლაინ შეძენა და ზოგადად დარეგისტრირებული მომხმარებლისთვის განკუთვნილი მომსახურების გაწევა. როგორც თქვენ შეიძლება იცოდეთ, თითოეული ინტერნეტ ბრაუზერი იძლევა შესაძლებლობას Cookies წაშლისა თითოეული სესიის შემდეგ. თქვენი ინტერნეტ ბრაუზერი შეიცავს ინფორმაციას ამ წაშლის პროცედურების შესახებ. გთხოვთ, იხილოთ ინფორმაცია თქვენს ინტერნეტ ბრაუზერში, თუ გსურთ წაშალოთ Cookies.
მონაცემთა ავტომატურად შეგროვების პროცედურის და Cookies გამოყენების შესახებ თანხმობა არის აუცილებელი ვებ-გვერდისა და მისი მომსახურების სარგებლობისთვის, მათ შორის, პროდუქტის შეძენისთვის. თუ თქვენ დაიწყეთ Cookies წაშლის პროცედურა, მაქს ვუდი ვერ უზრუნველყოფს, რომ maxwood.ge-ის ყველა ვებ-გვერდი იქნება ნაჩვენები ან განსაზღვრული მომსახურებები იქნება მოწოდებული, როგორიცაა, მაგალითად, შენახვა ან ჩვენება ვებ-გვერდის იმ პროდუქტების, რომლებიც თქვენ აირჩიეთ, ონლაინ შეძენის პროცედურების დასრულებისას.
თუ თქვენ არ გნებავთ, რომ თქვენმა ბრაუზერმა თანხმობა განაცხადოს Cookies-ზე, თქვენ შეგიძლიათ გამორთოთ Cookies მიღების ოფცია თქვენი ბრაუზერის პარამეტრებიდან.
6. პერსონალურ მონაცემებზე და სხვა უფლებებზე ხელმისაწვდომობის უფლება
მაქსვუდი დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ, რომელიც გამოხატულია თავისუფლად, იმისთვის რომ გამოგიგზავნოთ სარეკლამო მასალა და პირდაპირი მარკეტინგული ან სხვა სახის კომერციული კომუნიკაციები, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რომელიც არ ხვდება მომხმარებლის მიერ მოთხოვნილ მომსახურებაში, რომელიც უზრუნველყოფილია maxwood.ge-ის მიერ. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენი თანხმობა აუცილებელია, ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას წინასწარ და მოგცემთ არჩევანს დათანხმდეთ ან უარი თქვათ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებაზე, თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართის ჩათვლით, ზემოთ მითითებული მიზნების შესაბამისად, შესაბამისი მონიშვნით.
თუმცა, მაქსვუდმა შესაძლოა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები თქვენი თანხმობის გარეშე გარკვეულ შემთხვევებში, რომლებიც კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. როგორიცა მაგალითად, როცა ასეთი დამუშავება აუცილებელია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისთვის, რომელიც აქვს მაქსვუდს ან როდესაც ასეთი დამუშავება საჭიროა იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომლებიც გათვალისწინებულია კონტრაქტით მომხმარებლებთან (როგორიცაა, მაგალითად, თუ შეიძენთ პროდუქტს maxwood.ge-ზე ან თუ მოითხოვთ კონკრეტული მომსახურება ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით).
ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გარანტიას გაძლევთ, რათა ისარგებლოთ უფლებით და თქვენი მოთხოვნის საფუძველზე, ნებისმიერ დროსა და ყოველგვარი მიზეზის დასახელების გარეშე, არ მიიღოთ მომავალი კომუნიკაცია, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ მომსახურებასთან.
თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს, მიიღოთ დასტური მაქსვუდისგან, მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია თქვენთან მუშავდება თუ არა, რეგისტრირებულია თუ არა და დამუშავების რა პროცესშია, კომუნიკაციის გასაგების ფორმით.
უფრო მეტიც, თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ მაქსვუდისგან ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების წყაროს შესახებ; მიზნებისა და თქვენი პერსონალური მონაცმების დამუშავების გზების შესახებ; ლოგიკის შესახებ, რომელიც ჩართული ნებისმიერი ელექტრონული მონაცემის დამუშავებისას; მონაცემთა მაკონტროლებლისა და პროცესორების დეტალების შესახებ; გაერთიანების ან გაერთიანების კატეგორიათა სახელები, ვისთანაც შეიძლება გამჟღავნდეს თქვენი პერსონალური მონაცემები და ვისთვის შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ეს მონაცემები, მაგალითად, როგორც მონაცემთა მაკონტროლებელი ან ასე დანიშნული მხარე.
თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მიიღოთ მაქსვუდისგან:
1. განახლებული, შესწორებული ან როდესაც თქვენ გაქვთ ასეთი ინტერესი, თქვენი გაერთიანებული პერსონალური მონაცემები;
2. თქვენი (უკანონოდ დამუშავებული) პერსონალური მონაცემების წაშლა, გარდაქმნა ანონიმურ ფორმაში, დაბლოკვა, მათ შორის მონაცემი, რომელიც არ არის საჭირო, რომ იქნას შენახული, იმ მიზნებისთვის, რისთვისაც იქნა შეგროვებული და შემდგომში
დამუშავებული;
3. თანხმობა ოპერაციებზე, რომლებიც ზემოთ იქნა აღნიშნული (იგივე შინაარსით), რომელშიც მონაცემი გამჟღავნდა ან გავრცელდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს შეუძლებელია ან თუ გამოყენებული საშუალებები აშკარად არაპროპორციულია უფლების დაცვისთვის.
თქვენ გაქვთ უფლება გააპროტესტოთ, მთლიანად ან ნაწილობრივ:
1. ლეგიტიმური მიზნებისთვის, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, თუნდაც ის დაკავშირებული იყოს იმ მიზნებთან, რისთვისაც შეგროვდა;
2. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება რეკლამის ან პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის ან მარკეტინგული კვლევისა ან კომერციული კომუნიკაციის ჩატარების მიზნით.
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს თავისუფლად გამოიყენოთ აღნიშნული უფლებები, იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ ამას აკეთებთ გამოსაყენებელი სამართლის შესაბამისად, ნამუსთან თქვენი მოთხოვნის გაგზავნით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@maxwood.ge. ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ.
7. მარეგულირებელი კანონები
ეს პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობის პოლიტიკა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით, რომელიც არეგულირებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გარანტირებულია, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება მოხდება ინდივიდის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შესაბამისად, ისევე როგორც მათი ღირსების დაცვით, კონფიდენციალობასთან განსაკუთრებული მითითებით, იდენტურობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებით.
8. შესწორებები და ცვლილებები ამ კონფიდენციალობის პოლიტიკისა
მაქსვუდს შეუძლია შეცვალოს ან უბრალოდ განაახლოს კონფიდენციალობის პოლიტიკა მთლიანად ან ნაწილობრივ, მათ შორის, როდესაც ცვლილებები შედის სამართლებრივი დებულებებით ან რეგულაციებით, რომლებიც არეგულირებს მონაცემთა და თქვენი უფლებების დაცვას. კონფიდენციალობის პოლიტიკის შესწორებებისა და ცვლილებების შესახებ შეტყობინება მოხდება, როგორც კი ასეთი შესწორებები და ცვლილებები განხორციელდება და მათ სავალდებულო ძალა ექნება ამ ვებ-გვერდზე ამ განყოფილებაში გამოქვეყნებისთანავე. მაშასადამე, თქვენ მოგეთხოვებათ რეგულარული წვდომა გქონდეთ ამ განყოფილებაზე, იმისთვის რომ შეამოწმოთ უახლესი გამოცემები და maxwood.ge-ის განახლებული პოლიტიკა.
მონაცემების განახლების თარიღი: 5 იანვარი, 2021