წესები და პირობები.
მოხმარების წესები და პირობები შედგენილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დავის წარმოშობის შემთხვევაში, მხარეები ეცდებიან დავა გადაჭრან მოლაპარაკების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმეს განიხილავს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
1. შეთანხმების საგანი
1.1. შეთანხმების საგანს წარმოადგენს, „მაქს ვუდის“ მიერ მის ვებგვერდზე წარმოდგენილი პროდუქციის შეძენა და სურვილისამებრ მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე მიწოდება, რის სანაცვლოდაც იხდით წინასწარ განსაზღვრულ თანხას.
1.2. მომსახურების მიმწოდებელს აქვს უფლება ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება maxwood.ge ს მომსახურებაში.
1.3. მომსახურების მიმწოდებელს აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს შეთანხმების გამოყენების პირობები, და ამასთან არ არის ვალდებული შეატყობინოს მომსახურებით მოსარგებლეს.
2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია
2.1. მიიღოს შეკვეთა და შეასრულოს თქვენი შეკვეთა თუ აქვს საკმარისი მარაგი.
2.2. შეკვეთის მიღებიდან დათქმულ დროს მოგიტანოთ პროდუქტი მითითებულ მისამართზე, სატრანსპორტო მომსახურების შემთხვევაში.
2.3. იზრუნოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვაზე.
2.4. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციის მიწოდება მითითებულ მისამართზე არ განხორციელდება „მაქსვუდის“ მიზეზით, დაუბრუნოს მომხმარებელს შეკვეთისას გადახდილი თანხა.
3. მომსახურებით მოსარგებლე ვალდებულია
3.1. მიაწოდოს „მაქსვუდს“ ზუსტი მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში – კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი, ტელეფონის ნომერი).
4. შეკვეთისა და გადახდის წესები
4.1. ადგილზე მიტანის სერვისის სარგებლობისთვის უნდა მიუთითოთ უბანი/რაიონი, ქუჩა, შენობსის მისამართი რომელიც შედის „მაქსვუდის“ მიტანის სერვისის არეალში.
4.2. აირჩიეთ პროდუქტი/პროდუქტები სურვილისამებრ. არჩეული პროდუქტი ავტომატურად მოთავსდება კალათაში. საფასურში სურვილისამებრ აისახება მიტანის სერვისის ღირებულებაც.
4.3. სურვილის შემთხვევაში კომენტარის ველში შეგიძლიათ დამატებით ჩაწეროთ მისამართთან დაკავშირებული დეტალები (მაგ. სადარბაზო კარის კოდი), პროდუქტთან დაკავშირებული კომენტარი ან სხვა შეკვეთის შესრულება-მოწოდებისათვის საჭირო ინფორმაცია.
4.4. ვებგვერდზე მოცემული ფასები მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს.
4.5. ვებგვერდზე მოცემული ფასები შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში.
დასკვნითი დებულებები
5.1. იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი წინააღმდეგობაში მოვა კანონთან, ან სხვა სამართლებრივი აქტების მიღების შემთხვევაში, მოცემული ხელშეკრულება არ უქმდება. მომსახურების მიმწოდებელი იღებს პასუხისმგებლობას, შეუსაბამო პუნქტი შეცვალოს ახლით.
5.2. ხელშეკრულების თავების გამოყენებული სათაურები განკუთვნილია მხოლოდ ტექსტის კითხვის გასაადვილებლად და არ გააჩნია იურიდიული განმარტების არსი.
5.3. მოხმარების წესები და პირობები ნებისმიერ მომხმარებელზე მოქმედებს თანაბრად.
ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი სერვისის ხარისხზე და გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება ჩვენი მომსახურების შესახებ.
მონაცემების განახლების თარიღი: 5 იანვარი, 2021