ევროვაგონკა AB (ნაძვი-ფიჭვი) » MAXWOOD » 2021

ევროვაგონკა

ევროვაგონკა

ევროვაგონკა – პოპულარული ბუნებრივი ხის დამუშავებული მასალა. ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული გამომშრალი ხის პანელის სახეობა. ეკოლოგიურად სუფთა, დამზადებულია ევროპული სტანდარტების შესაბამისად ყველა ნორმის და სტანდარტის დაცვით. მასალის მაღალი ხარისხი მიღწეულია თანამედროვე დანადგარებზე ხის მასალის დამუშავების წყალობით და ხარისხის კონტროლის გაზრდით წარმოების ყველა ეტაპზე. ევროვაგონკა წარმოადგენს გამომშრალი ხის სწორხაზოვანი გეომეტრიული ფორმის მქონე მზა პანელს, რომელიც ძირითადად მზადდება ფიჭვისგან, ნაძვისგან და “ლისტვინიცისგან”, აქვს არხისებური ჩაღრმავებები მთელს სიგრძეზე. 

ევროვაგონკის უპირატესობები

  • ოთახში ტენიანობის ოპტიმალურ დონეზე გათანაბრების შესაძლებლობა;
  • სითბოს შენარჩუნება;
  • ეკოლოგიური;
  • ხელმისაწვდომი ფასი.

ევროვაგონკის გამოყენების სფეროები

ევროვაგონკა გამოიყენება როგორც გარე, ასევე შიდა სივრცეებში. მაგრამ ყველაზე ხშირად, ნაძვის მასალის მსგავსად, იგი გამოიყენება კედლებისა და ჭერის მოსაპირკეთებლად ოთახებში. 

ევროვაგონკა ნაძვი ფიჭვი AB. Updated 2021

ევროვაგონკა ნაძვი ფიჭვი. Updated 2021

evrovagonka. ევროვაგონკა Maxwood. Updated 2021


Previous
Next

ლარიქსის (ლისტვინიცის) პანელი “ევროვაგონკა” იდეალურია კოტეჯის, საკუთარი სახლის, აგარაკის შიდა კედლებისა და ჭერის მოსაპირკეთებლად. ამ ტიპის ხის პანელებს აქვს  დახვეწილი სტრუქტურა და სილამაზე.  მასალის შემადგენლობიდან გამომდინარე “ევროვაგონკა” არ საჭიროებს ანტისეპტიკური ხსნარებით დამუშავებას.  მავნე მწერები და მღრღნელები არ ეკარება მას.

ფიჭვის და ნაძვის ევროვაგონკა წარმოდგენილია ჩვენ ასორტიმენტში – AB. ამ კლასში შედის მასალა, რომელიც გულისხმობს ჯანსაღი კვანძების და მცირე ზომის ფისოვანი ჯიბეების არსებობას წინა ზედაპირზე.

ევროვაგონკა AB (ნაძვი-ფიჭვი)

ევროვაგონკა
ევროვაგონკა
ქვეყანა რუსეთი
ხის სახეობა ნაძვი-ფიჭვი
დამუშავება გამომშრალი
ტენიანობა 10-12%
გამოიყენება შიდა და გარე მოხმარებისთვის
დანიშნულება კედლისა და ჭერის პანელი
ზომები

12,5*100*3000AB

12,5*100*4000AB

12,5*100*6000AB

“Maxwood” გთავაზობთ მხოლოდ მაღალი ხარისხის ევროვაგონკას. გვეწვიეთ ჩვენ შოურუმეში, ჩვენი სპეციალისტები გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას თითოეულ პროდუქტზე და დაგეხმარებიან სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.  “Maxwood” ნიშნავს სწორი არჩევანის გაკეთებას მაღალი ხარისხის მასალისა და პირველი კლასის მომსახურების მიღებაზე.

მთავარი » სიახლეები » ევროვაგონკა
5/5 - (19 votes)