როგორ დავიცვათ და რითი დავამუშავოთ ხე დამონტაჟების შემდეგ?
ხე - ერთ-ერთი მაღალ მოთხოვნადი ბუნებრივი პროდუქტი სამშენებლო მასალებში. მიუხედავად იმისა, რომ ხე არის ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური სამშენებლო მასალა, რომელიც არის ძალზე პრაქტიკული და ამვდროულად ესთეტიური, ის დაუცველია ტენიანობის, ობის, ცეცხლის, მწერებისა და ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ. თუმცა ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელი არის, თუ სწორად და დროულად დავამუშავებთ ფიცარს.
ტენიანობისგან დაცვა
რამდენადაც კარგად არ უნდა იყოს გამომშრალი ხის მასალა, დროთა განმავლობაში ხე მაინც ბუნებრივად იწოვს ტენს და თანდათანობით იწყებს დაშლას. იმისთის, რომ ეს ავირიდოთ თავიდან, სპეციალისტები გვირჩევენ ჰიდროფობიკატორების – სპეციალური ტენიანობისგან დამცავი სითხეების გამოყენებას.
წყალამრიდი საშუალებები იყოფა ორ ჯგუფად:
- სითხეები, რომლებიც ზედაპირზე ქმნიან დამცავ ფენას (პარკივით ეკრობა ზედაპირზე) და პერიოდულად საჭიროებს განმეორებით დამუშავებას.
- საშუალებები, რომლებიც შედის ღრმად ხის ფორებში და ქმნის მყარ დაცვას ტენიანობის მიმართ.
ჰიდროფობიკატორების ძირითადი ფუნქცია არის დაიცვას ხე წყლის ორთქლისა და ტენიანობისგან და, ამავდროულად, არ შეცვალოს დამუშავებული ხის ვიზუალი. ამასთან ერთად, მსგავსი საშუალებები ზრდის ხის მდგრადობას ყინვების მიმართ და აფერხებს ბზარების გაჩენას ფიცარში, ყინვების დროს, ზამთრის პერიოდში.
ამ საშუალებების შერჩევა შესაძლებელია კონსისტენციის, შემადგენლობისა და დატანის ხერხის მიხედვით – პასტერიზირებული, ზეთოვანი და სხვა.
როგორ უნდა მოვამზადოღ ფიცარი სითხით დამუშავებამდე?
ვიდრე შევუდგებით სითხის წასმას ზედაპირზე, აუცილებლად, უნდა გავასუფთავოთ ფიცარი ჭუჭყისგან. სითხის დატანება შესაძელებლი არის როგორც ფუნჯით, ასევე გორგოლაჭითა და პულვერიზატორით. ეს დამოკიდებული არის სითხის კონსისტენციაზე. ჰიდროფობიკატორის დატანება საჭიროა ერთ წასმაზე და უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ავარიდოთ თავი ბევრ დაუფარავ ადგილს და არ დავატანოთ სქელი ფენები. მსგავსი სამუშაოები ტარდება 5დან 30 °C ტემპერატურამდე ამინდში.
ამ ხსნარების ეფექტურობა ვლინდება 15-30 საათის შემდეგ. ამ დრომდე სასურველია, რომ მოვარიდოთ ხე წყლის ზემოქმედებას, ქარს და პირდაპირი მზის სხივებს.
იმ ჰიდროფობიკატორს, რომელიც ხეში აღწევს უსვამენ რამდენიმე ფენად. ყოველი ფენა უნდა შრებოდეს 30-180 წუთის განმავლობაში.
ცეცხლისგან დაცვა
ხის მასალის 100%-ით ცეცხლიგან დაცვა შეუძლებელია. თუმცა არსებობს სპეციალური ხსნარები, რომლებიც ახანგრძლივებს აალების პროცესს. ამ ხსნარებს ეწოდება ანტიპირინი.
ანტიპირინის სახეობები:
- ფხვნილის სახის
- პასტის სახის
- მასტიკა
- ფერადი ემალი და საღებავები დეკორატიული ეფექტით, რომლებიც იდება რამდენიმე ფენად.
- ლაკი, რომელიც ქმნის გამჭირვალე თხელ დამცავ შრეს (პლიონკა), და უნარჩუნებს ფიცარს ხის ფაქტურას.
- სითხეები, რომლებიც აღწევს ხეში (ეს სახეობა ითვლება ყველაზე ეფქტურ დამცავად)
მოქმედების ინტენსივობის მიხედვით ანტიპირენები იყოფა ორ სახეობად: რომლებიც ღრმად აღწევენ ხის ფორებში (გამოიყენება ხის მდგრადობის ასამაღლებლად აგრესიული ნივთიერებების ზეგავლენის მიმართ, როგორიც არის ორთქლი და გაზი) და ატმოსფეროსადმი მდგრადი ნივთიერებები ზედაპირული დამუშავებისთვის.
ცეცხლდამცავი სითხეები მოქმედების პრინციპის მიხედვით არის:
- აქტიური – შეიცავს მარილის ამაორთქლებელ წყალს, რომელიც ხანძრის გაჩენისას გამოყოფს არაალებად გაზსს და ხელს უშლის ჟანგბადს მიახლოებას ხის ზედაპირზე, რის შედეგადაც ამცირებს აალების დროს.
- პასიური – ქმნის ფორებიანი სტრუქტურის დამცავ ფენას და იცავს ხეს ცეცხლით დაზიანებისგან
გახსოვდეთ: საცხოვრებელ სახლებში ცეცხლდამცავი სითხეებით ხის დამუშავება აუცილებელი არის, როგორც ფანჯრების, ასევე კედლის, კარებებისა და ზღურბლის.
ანტიპირენები არსებითად არ მოქმედებს ხის ვიზუალზე, თუმცა ზოგიერთი საშუალება აძლევს ოდნავ შეფერილობას. ეს საშუალებას იძლევა განვასხვავოთ უკვე დამუშავებული და დაუმუშავებელი მონაკვეთები. ანტიპირინით დამუშავებულ ხის ზედაპირზე შეგვიძლია ნებისმიერი სახის საშუალების დატანება, იქნება ეს: საღებავი, გრუნტი თუ – სხვა.
როგორც წესი, ანტიპირინებს დატანება ხდება ან ფუნჯით ან გორგოლაჭით, ზოგიერთ შემთხვევაში, იყენებენ პულვილიზატორს. თუ ნაკეთობა მცირე ფორმის არის შესაძლებელია მათი ჩადება ხსნარიან ჭურჭელში 30-60 წუთის განმავლობაში. ამავდროულად ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ მასალა მთლიანად იყოს დაფარული სითხეში.
ცუდად გამოშრალი ხის მასალის დამუშავებისთვის რეკომენდირებული არის წყალში გასახსნელი ანტიპირინები, უკეთესად აღწევს ხის სიღრმეში. დასამუშავებელი მასალის ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 15%.
ცეცხლდამცავი სითხის დატანებამდე აუცილებელი არის ჭუჭყის, მტვერისა და სხვა ნივთირებების მოშორება ზედაპირიდან, რადგან მათ შეუძლიათ ხელი შეუშალონ ნივთიერებას ფიცარში შეღწევაში. ნივთიერების დატანებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შეერთების ადგილებს. ზედაპირზე უკეთესი დაჭერის მიზნით შეიძლება ანტიპირინის ოდნავ შეთბობა.
დახურულ სივრცეში რეკომენდირებული არის სითხის გამოყენება სპეციალური აღჭურვილობით (დამცავი ნიღაბი, ფორმა და ა.შ.), და შემდგომში სივრცის განიავება. გარშემო სივრცის ტემპერატურა არ უნდა დავარდეს 5 °C დაბლა, ხოლო სივრცის ტენიანობა არ უნდა იყოს 70%-ზე დაბალი.
განმეორებითი დამუშავება გააუმჯობესებს დაცვას.
დაცვა ულტრაიისფერი სხივებისგან
დროთა განმავლობაში ღია ცის ქვეშ ხის ნაკეთობები იწყებს გაშავებასა და დაშლას. ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი სითხეები შეიცავს სპეციალურ დანამატებსა და პიგმენტებს, რომლებიც შთანთქავს ამ დამაზიანებელ გამოსხივებებს.
დამუშავებული ზედაპირი ძლებს 8-10 წელი. 8-10 წლის შემდეგ აუცილებელი არის მასალის განმეორებით დამუშავება. უფერული სითხეების განმეორებით დატანება საჭირო არის უფრო ხშირი იტნენსივობით (2-3 წელში ერთხელ), ვიდრე – ფერადი.
ხის დაცვა სოკოს, ობისა და მწერებისგან
ნალექი და ტემპერატურის ხშირი ცვლა უარყოფითად მოქმედებს ხის სტრუქტურაზე და იწვევს სოკოვან დაავადებებს, ობს. ამ ყოველივეს თავის ასარიდებლად აუცილებელი არის პროფილაქტიური სამუშაოების ჩატარება და ხის ანტისეპტიკით ან ბიოდამცავი საშუალებებით დამუშავება, მაგრამ გახსოვდეთ: ხის გადარჩენა შეუძლებელია, თუ დაზიანებული ნაწილები ძალიან ღრმა არის.
ანტისეპტიკები არ ანადგურებენ ბაქტერიებს, არამედ მხოლოდ ხელს უშლიან მათ გავრცელებას. უკევ დაზიანებულ მასალაზე ანტისეპტიკის გამოყენება შესაძლებელია, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხეს დავამუშავებთ სპეციალური საშუალებით, რომელსაც ეწოდება ფუნგიციდი.
ფიცრის დაცვა აუცლებელი არის გამოყენების ყველა ეტაპზე, ამიტომ ხეს ამუშავებენ ანტისეპტიკით გადაზიდვის დროსაც კი, განსაკუთრებით, თუ მასალა დიდხანს უნდა იყოს შენახული სამუშაოების დაწყებამდე. განმეორებითად ხის დამუშავება ხდება უკვე დამონტაჟებისას. ანტისეპტიკის ზედაპირზე შესაძლებელი არის ყველანაირი სახის ლაკის და საღებავის გამოყენება.
გარდა სოკოსი, ანტისეპტიკური საშუალებები ასევე იცავენ ხეს მწერებისგან. თუ ხე არ იყო თავიდანვე დამუშავებული და მწერმა უკვე შეაღწია მასალაში, მაშინ მოგიწევთ გამოიყენოთ ინსექტიციდური ხსნარები.
ანტისეპტიკით მასალის დამუშავება ხდება მშრალ და მზიან ამინდში 5 °C-დან ტემპერატურის დროს. ხსნარის დატანება სასურველია ეტაპობრივად ფენებად.
ხეს სხვადასხვა სიჩქარით შეუძლია ანტისეპტიკის შეწოვა: ტენიან ხეში სითხე უფრო დაბალი ინტენსივობით შეიწოვება, ვიდრე მშრალ მასალაში. ამასთანავე ფიჭვისგან დამზადებული მასალა არ საჭიროებს ბევრ დაცვას, ამიტომ მუშავდება საკმაოდ სწრაფად.
ორმაგი დამცავი ბიოცეცლგამძლე საშუალებები
არსებობს ისეთი საშუალებები, რომლებიც შეიცავენ როგორც ანტიპირენების, ასევე ანტისეპტიკების თვისებებს და აღარ საჭიროებს, რომ ხე დაამუშაოთ ცალ-ცალკე ორივე ხსნარით და იცავს მასალას როგორც – ცეცხლისგან, ასევე – მწერებისგან.
დეკორატიული ლაზური
ლაზური (დეკორატიული საშუალება ხისთვის) – ეს არის საღებავი, რომელიც ღრმად შეიწოვება ხის მასალაში და ასევე აქვს ლაკის თვისებები. ხსნარის ნახევრად გამჭირვალე თვისების გამო, სითხე არ ფარავს ხის ნამდვილ ვიზუალს და უფრო მეტად ხაზს უსვამს მის ფაქტურას და ხდის უფრო კონტრასტულს.
ლაზური – ორთქლგამტარი, ჰიპოალერგიული საშუალება, რომელიც არის მაქსიმალურად უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის. ის იცავს ხეს, როგორც ატმოსფერული წნევებისგან, ულტრაიისფერი სხივებისგან, მწერებისგან, ტენინანობისა და ობისგან.
კონსისტენციის მიხედვით ლაზური არსებობს:
- თხელი – (თხევადი საღებავი, რომელიც ღრმად შეიწოვება ხეში და არ ქმნის ზედაპირულ დამცავ პარკს (პლიონკას). ყველაზე ხშირად გამოიყენება ლამფისთვის (ავშივკისთვის).
- შედარებით სქელი კონსისტენციის (გამოიყენება სახლის კარკასის დასამუშავებლად)
- სქელი კონსისტენციის – უფრო დიდხანს იცავს მასალას და ძირითადად გამოიყენება ფანჯრებზე, კარებსა და კედლებზე.
როგორ უნდა დავატანოთ სწორად დამცავი სითხე ხის მასალას?
იმისთვის, რომ სითხემ დიდხანს შეძლოს ხის დაცვა და მასლამ არ დაკარგოს თავისი ესთეტიურობა უნდა დავამუშავოთ შემდეგი თანმიმდევრობით:
- პირველ რიგში უნდა დავამუშავოთ ანტისეპტიკით
- ანტისეპტიკზე ზემოდან შეიძლება მასალის ანტიპირინით დამუშავება.
- შემდეგ უნდა დავამუშავოთ წყალგამდევნი ჰიდროფობიკატორებით
- ბოლო ფენად შეგვიძლია დავატანოთ ნებისმიერი სახის ლაკი ან საღებავი, რომლის შემადგენლობაში არის ულტრაიისფერი სხივების შთანმთქველი ნივთიერებები.
1 Comment
Hi, this is a comment.
To get started with moderating, editing, and deleting comments, please visit the Comments screen in the dashboard.
Commenter avatars come from Gravatar.