ხის მასალების გამოყენების სფეროები » მაქს ვუდი

ხის მასალების გამოყენების სფეროები

ხის მასალების გამოყენების სფეროები

ხის მასალების გამოყენების სფეროები

სახლის კარკასი – კარკასის აგების დროს, ფიცრის გამოყენება, ფაქტობრივად, გარდაუვალია. თუ მშენებლობა არის დროში გაწელილი, მაგ შემთხვევაში, ხშირად იყენებენ ფიცრებს ბუნერბივი ტენიანობის. აქტიურ გამოყენებაში არის ფიცარი 50 – 60 მმ სისქის და 100-200 მმ სიგანის.

იატაკი – იატაკის დაგებისას გვაქვს შეხება ორ, შავ (შიდა) და სუფთა ზედაპირთან. შავი იატაკის კონსტრუქციაში ჩვეულებისამებრ გამოიყენება ისევ ფიცარი, იგივე შტრაფილი, 50 მმ სისქის, რაც ძირითად არის საყრდენი. ვინაიდან იატაკზე არის ხშირი შეხება წყალთან, ამიტომ უკეთესი არის წიწვოვანი მასალის შერჩევა (ფიჭვი, ნაძვი). შავი შიდა იატაკქვეშა კარკასისთვის დიდი ყურადღბა არ ენიჭება ხის მასალის ვიზუალს, ამიტომ გამოიყენება ჩვეულებრივი დახერხილი ფიცრები, ხოლო ზემოდან უკვე ძირითადად იყენებენ დამუშავებულ გამომშრალ იატაკის ფიცარს. ჩვეულებისამებრ, სუფთა ზედაპირზე ძირითადად იყენებენ 25-35 სისქის იატაკის ფიცარს.

ისეთი იატაკისთვის, რომელზეც არის დიდი წონითი დატვირთვა (მაგალითად სპორტ-დარბაზი და ა.შ.) უკეთესი არის უფრო სქელი სისქის იატაკის ფიცრის შერჩევა.

გარე სამუშაოებისთვის იყენებენ ტერასის იატაკის ფიცარს, რომელიც მზადდება ლარიქსისგან. ეს მასალა უძლებს მაღალი ტემპერატურის ცვალებადობას, ყინვასა და წვიმას. ზედაპირი სპეციალურად მუშავდება და კეთდება წვრილი ღარები, რომ ყინვის დროს არ იყოს სრიალა ზედაპირი და წვიმის დროს არ მოხდეს წყლის დაგროვება. მეორე მხრიდან მასალას უკეთებენ სამ ღარს, რათა მოიხსნას წნევა ზედაპირზე და არ მოხდეს მასალის დეფორმაცია.

გადახურვა – ნივნივა კონსტრუქციებისთვის ძირითადად გამოიყენება ფიცარი,  ძელაკი, იგივე კოჭი და ლარტყა, ეგრედ წოდებული რეიკა. რომელზეც მაგრდება სახურავის მასალა. ლარტყის (რეიკის) სისქე არის 25-35 მმ.

ყალიბები – საძირკველის ბეტონის ჩასხმისას ყალიბისთვის ხშირად იყენებენ ფიცარს.

სხვა სახის მშენებლობები – ხის ფიცარი შეიძლება იყოს გამოყენებული, როგორც – ავეჯისთვის, საუნა, და ა.შ. ისეთი სამუშაოებისთვის, რომელშიც მნიშვნელოვანია ხის ფაქტურა და ხარისხი, რეკომენდირებულია დამუშავებული მშრალი მასალის გამოყენება.

რა განსხვავება არის ევროვაგონკას, შწილს და ჩვეულებრივ ლამფას შორის?

ევროვაგონკას აქვს სტანდარტული ერთი ზომა და გამოირჩევა გრძელი შიპითა და ღრმა ღარებით, ამიტომ დამონტაჟების დროს მკვეთრად ჩანს შეერთების ადგილები და ფიცრები არ არის ერთმანეთზე ბოლომდე მიბჯენილი. თუ თქვენ გსურთ, რომ იდეალურად სწორი ზედაპირი მიიღოთ და ფიცრები მყარად იყოს ერთმანეთზე მიბჯენილი, ამ შემთხვევაში, უნდა გამოიყენოთ ლამფა შწილი. ამ სახეობის ეგრედ წოდებულ აბშივკას აქვს მოკლე შიპები, რის შედეგადაც პლანკები ერთმანეთზე კარგად არის მიბჯენილი და მონტაჟის შემდეგ ვიღებთ სწორ ზედაპირს. ლამფა შწილი გვხვდება სხვადასხვა სისქეების, შესაბამისად, არის უფრო ფართო არჩევანი ზომებში და საშუალებას იძლევა უფრო კარგად შეარჩიოთ მასალა ინტერიერისთვის. მაგ: ვიწრო სივრცისთვის შეგიძლიათ შეარჩიოთ უფრო ვიწრო პლანკენი, რათა არ დაკარგოთ ფართობი, ხოლო, თუ გჭირდებათ ფართო სივრცისთვის, შეგიძლიათ აიღოთ სქელები, რათა გემოეტრიულად დააბალანსოთ სივრცე და ოთახის ინტერიერი.

სხვა კუთხით ეს ორი მასალა იდენტურია. ორივეს აქვს უკანა მხრიდან სავინტილაციო ღარები, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ პანელის ქვეშ ტენიონობის დაგროვების შედეგად არ გაჩნდეს სოკო და თავიდან ავირიდოთ ლპობა. ასევე ეს ღარები ამსუბუქებს ბუნებრივი შრობის შედეგად გამოწვეულ წნეხს, რის შედეგადაც პანელი არ დეფორმირდება, ხოლო სისველე გამოდის მასალიდან.

ჩვეულებრივი ლამფა ზომით და სისქით ემთხვევა ლამფა შწილს, გასნხვავება არის იმაში, რომ ჩვეულებრივ ლამფას არ აქვს უკანა მხარეს გამოყვანილი სავინტილაციო ღარები, რაც ზრდის ლპობის ალბათობას (ტენი დაგროვდება კედელზე და

რეკომენდაცია 

თუ თქვენ აკეთებთ აგარაკის სახლს, რომელშიც ჩადიხართ სეზონურად, უკეთი არის ააკრათ ევროვაგონკა, ეგრედ წოდებული აბშივკა, რადგან პლანკენებს შორის ბმების ხარჯზე დიდი დაშორების შედეგად დიდი ტემპერატურის ცვლილებისას მასალა არ განიცდის დეფორმაციას.

რა განსხვავება არის ვაგონკასა და იმიტაცია ბრუსას შორის?

ძირითადი განსხვავება არის ზომაში. ბრუსის იმიტაცია არის უფრო სქელი 16იანი, ამიტომ მას იყენებენ შენობის გარედან ასაკრავად, ხოლო ევროვაგონკა (აბშივკას) არის თხელი 12,5იანი და მას იყენებენ შიდა ინტერიერისთვის. ზომებიდან გამომდინარე, ბრუსის იმიტაციის დამონტაჟება შედარებით უფრო რთული არის, ვიდრე – ევროვაგონკის.

ბრუსის იმიტაცია ეწოდება, რადგნა სისქეში საკმაოდ სქელი მასალაა და გარედან აკვრისას კოჭებით (ბრუსით) ნაშენები სახლის შთაბეჭდილებას ტოვებს.

რა განსხვავებაა ბლოკ ჰაუსსა და ევროვაგონკას შორის?

ევროვაგონკისგან განსხვავებით ბლოკ ჰაუსს აქვს მომრგვალებული ზედაპირი, რომელიც ქმნის ცილინდრის ფორმის დამუშავებული მორის, ან ბალკის იმიტაციას და შესაბამისად სისქეში და სიგანეში ის ბევრად აღემატება ევროვაგონკას. ბლოკ ჰაუსის საშუალო სისქე არის 18-40 მმ. ბლოკ ჰაუსთან მუშაობა და დამონტაჟება უფრო რთული არის, ვიდრე – ევროვაგონკის.

Rate this post

Your email address will not be published. Required fields are marked *