რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ხის მასალის შერჩევისას? » მაქს ვუდი

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ხის მასალის შერჩევისას?

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ხის მასალის შერჩევისას?

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ხის მასალის შერჩევისას?

ხის გამოყენება მშენებლობაში არის ძალზე კომფორტული, რადგან ის ინარჩუნებს სითბოს სიცივეში, ხოლო სიცხეში იძლევა საშუალებას, რომ სახლში იყოს გრილი ტემპერატურა. ფაქტობრივად, ის არის ბუნებრივი „ცოცხალი“ კონდიციონერი.

ხის ჯიში

აგარაკის მშენებლობისთვის უპირატესობას ანიჭებენ წიწვოვან მასალას.

წიწვოვანი ხის მასალა შეიცავს ფისს, რომელსაც აქვს ანტისეპტიკის ეფექტი. ის აფერხებს ლპობას მასალაში. ამ თვისების გამო, წიწვოვანი მასალა ძირითადად გამოიყენება მაღალი ტენიანობის მქონე ადგილებში.

შედარებით ხელმისაწვდომ ჯიშად ითვლება ფიჭვი. ფიჭვი გამოირჩევა სიმყარით და მდგრადობით ტენიანობის მიმართ.

ასევე გამოიყენება ნაძვის ხის მასალა, თუმცა ის ფიჭვთან შედარებით ნაკლებად მყარია, მაგრამ კარგად უძლებს წყალს.

კედარი, ფიჭვთან შედარებით, გამოირჩევა მაღალი მდგრადობით ლპობის მიმართ. ის უფრო გამძლეა, თუმცა არის რთულად მოსაპოვებელი მასალა.

ლარიქსი არის უმაღლესი ხარისხის წიწვოვანი მასალა. ის გამოირჩევა სიმჭიდროვით და ყველა კარგად უძლებს ტენიანონბას. ამავდროულად ის არის მდგრადი სოკოვანი დაავადებების მიმართ.

ფოთლოვან ხის მასალას კარაგდ ვერ გადააქვს ტენიანობა, ამიტომ ის უფრო ხშირად გამოიყენება შიდა ინტერიერული სამუშაოებისთვის, ან ისეთ ადგილებში, სადაც წყალთან შეხება ნაკლებია. სიმყარის კუთხით, მუხა, რცხილა, ნაცრისა, წიფელა, არყის ხე, ჯობნის წიწვოვანი მასალის უმრავლესობას. ხშირად ფოთლოვან მასალას ირჩევენ ლამაზი ტექსტურის გამო.

მასალის ტენიანობა

ტენიანობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ხის მასალის შერჩევისას.

ტენიანობის პროცენტულობა დამოკიდებული არის იმაზე, თუ რა სამუშაოებისთვის გვჭირდება პროუდქციის შერჩევა.

რატომ ჩნდება ბზარები სახლში, თუ მშენებლობის დროს ყველაფერი სწორად არის გაკეთებული? მიზეზი არის ხის შემცირება ზომაში. ვინაიდან ხე არის „ცოცხალი“ მასალა, ზომაში ცვლილებები შეიძლება მოხდეს თუნდაც უკვე დახერხილ და დამონტაჟებულ პროდუქციაში.

ზომა იცვლება ხის შრობის შედეგად. რაც უფრო მაღალი არის ხის მასალის ტენიანობა, მით უფრო მაღალი არის ალბათობა მასალის შემცირების ზომაში.

ზამთრის ხის მასალის ტენიანობა ბევრად დაბალია, ვიდრე – ზაფხულის, რადგან ამ სეზონზე ხის წვენის მიმოსვლა ღერებში წყდება. იმისთვის, რომ ხე მოემზადოს ზამთრის ცივი ამინდებისთვის, ის თავისი ფესვებიდან უშვებს ზედმეტ ტენიანობას. ამ ბუნებრივი პროცესის შედეგად, ზამთარში მოჭრილი ტყე უფრო მშრალია, ვიდრე – ზაფხულში, და გმოირჩევა ღია ფერითა და წმინდა ტექსტურით.

მაღალი ტენიანიბის გარდა, ხშირად ბევრი ბზარის გამომწვევი მიზეზი არის დაჩქარებული შრობა. ზამთრის მასალის ერთ-ერთი უპირატესობა არის ის, რომ შრება ნელა და ხდება მისი განიავება. ამის გამო ზამთრის ხის მასალა უფრო ნაკლებ ბზარს იჩენს, ვიდრე – ზაფხულის.

თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგჯერ ზამთრის სეზონზე მოჭრილი ტყეც ვერ უძლებს აქტიური ტემპერატურის ვარდნას და, თუ მშენებლობის პროცესში, ან – შემდეგ მოხდა ამინდის ხშირი და მკვეთრი ცვლილებები, შესაძლოა მასალა დაზიანდეს და გაიბზაროს.

 

ხის ხარისხი

ხარისხის კუთხით ძალიან ფასობს ჩრდილოეთის ხე-ტყის მასალა.

ამ ხისგან დამზადებული პროდუქცია გამოირჩევა განსაკუთრებული სიმყარითა და გამძლეობით ტენიანიბისა და სოკოვანი დაავადებების მიმართ წლიურ რგოლებს შორის მცირე მანძილისა და ოპტიმალური ტენიანობის ხარჯზე.

სწორედ ამიტომ, კიროვსა და ზოგადად ჩრდილოეთ ტყეში მზადდება ყველაზე მყარი მასალა, რომელიც უძლებს ათწლეულებს.

რა უპირატესობებით სარგებლობს ჩრდილოეთის ხე-ტყე?

  • ზამთრის სამზადისი – ამცირებს ბზარების რაოდენობას ჭრის დროს
  • ზამთრის ტყე ფაქტობრივად არ ლპება – მსგავს მომრგვალებულ მორს აქვს ოპტიმალური ტენიანობა, რაც არის გარანტი სიმყარისა და პირვანდელი ფორმის შენარჩუნების.
  • ზამთრის ტყისგან დამზადებული ხის მასალა – ეს საიმედო არჩევანია მშენებლობისთვის.

გარეგნულად

მეორე პარამეტრი არის ვიზუალური მხარე, რაზეც მოქმედებს შემდეგი ფაქტორები.

 

  • დახერხვის ხარისხი – უმთავრესი ფაქტორი, რომელზეც არის დამოკიდებული ხის ვიზუალი და ასევე აშენების ხარისხი და დრო. რამდენად შეესაბამება ხის სისქე, სიგანე და სიგრძე საერთაშროისო სტანდარტებს.
  • კორძების რაოდენობა – ზეგავლენას ახდენს ხის სიმყარესა და სანდოობაზე. რაც უფრო ნაკლები კორძები აქვს ხეს, მით უფრო მყარი და საიმედო არის მასალა.

სწორედ ამიტომ, ხის მასალა არის დაყოფილი სორტებად. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, გამომშრალ მასალაზე არის სამი ძირითადი სორტი: A;B;C. თუმცა არის მათი გარდამავალი სორტებიც (AB), და ასევე უმაღლესი, პრიმა, და ექსტრა სორტები.

სორტები განსაზღვრავს, რა რაოდენობის და როგორი სახის კორძები გვხვდება მასალაში. ასევე, რა სახის დაზიანებები არის დაშვებული. ფიცარში გვხვდება, როგორც – ჯანსაღი, ასევე შეზრდილი და არაშეზრდილი კორძები. არაშეზრდილი და დამპალი კორძები ვარდება მასალიდან, რის გამოც, ხე მალე ფუჭდება და ვიზუალურადაც ამახინჯებს ინტერიერს.

ზოგადი მახასიათებლების მიხედვით A სორტის მასალას აქვს ჯანსაღი ღია ფერის კორძები. B სორტისთვის დასაშვებია შეზრდილი კორძები. C სორტი არის ყველაზე დაბალი სორტი და მისთვის დასაშვებია, როგორც -ამოვარდნილი, ასევე არაშეზრდილი კორძები.

კიდევ არის ბევრი სხვა დეტალი მასალის აღწერილობაში (სოკოვანი სილურჯეები, ბზარები, ნაშურიანი, მერქანი და ა.შ.), რასაც ექცევა ყურადღება სორტებად დახარისხების დროს.

სორტები განსაზღვრავს მასალის ფასს.

თუმცა გასათვალისწინებლი არის, რომ საერთაშორისოდ მიღებული ტექნიკური მახასიათებლების გარდა, ყველა კომპანიას აქვს ცალკე თავისი ტექნიკური აღწერილობა სორტების მიხედვით, ამიტომ მომწოდებელთან გასაუბრებისას რეკომენდირებული არის გაეცნოთ მათ ტექნიკურ აღწერილობას ამა თუ იმ მასალაზე.

მშრალი მასალა

მშრალ მასალად ითვლება ხე, რომლის ბუნებრივი ტენიანობა არ აღემატება 22%-ს.

გამოშრობა ხდება, როგორც – ბუნებრივად, ასევე კამერაში. ბუნებრივი შრობა ხდება არა მხოლოდ მომწოდებლის საწყობზე, არამედ თვითონ სამშენებლო ობიექტზეც. ამ მიზნით მასალა ლაგდება დასტებად ლარტყაზე (რეიკებზე), რათა ფიცრებს შორის იყოს სივრცე და მოძრაობდეს ჰაერი, რომ მასალას ყველა მხრიდან ბუნებრივად შეძლოს გამოშრობა.

კამერული გამოშრობა ხდება დახურულ სივრცეში.  შრობის შედეგად მასალის ტენიანობა მცირდება 10-12%-მდე. ამ პროცესში იზრდება ენერგიის წვა, იხარჯება მეტი დრო და რესურსი, ამიტომ კამერულად გამომშრალი და დამუშავებული ფიცარი, ფასით და ხარისხისთ ბევრად აღემატება ჩვეულებრივ ბუნებრივი ტენიანობის მასალას.

5/5 - (22 votes)

Your email address will not be published. Required fields are marked *